
Bomfunk MC’s - Batumi, Georgia
Vortex GroupAbout event
13 აგვისტოს ბათუმის MONOHALL-ში ლეგენდარული Bomfunk MC’s-ს Live Mega კონცერტი ჩატარდება - Freestyler is back – One night One legend Only in Batumi შოუ რომელიც აღარ განმეორდება და უბრალოდ არ უნდა გამოტოვო. Bomfunk MC’s - ფინური ელექტრონული ჰიპ-ჰოპის ჯგუფია, რომელიც ჩამოყალიბდა 1998 წელს და მალევე იქცა მსოფლიო სცენის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პროექტად ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში. მათი მუსიკა აერთიანებს ჰიპ-ჰოპს, breakbeat-ს, techno-სა და drum & bass ელემენტებს, რაც ქმნის უნიკალურ ჟღერადობას. 2000 წელს Bomfunk MC’s უკვე აღიარებული იყო როგორც წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენა ევროპაში და მათ მიიღეს MTV Europe Music Award-ის ჯილდო. Bomfunk MC’s 2000 წლიდან დღემდე აერთიანებს თაობებს და დღესაც მსოფლიოს მასშტაბით სცენებზე დგამს მასიურ შოუებს. Freestyler - ჰიტი რომელმაც დააგროვა მილიარდობით ნახვა და თავისუფლების სიმბოლოა მთელი თაობებისთვის, გააჩნია გლობალური ჩარტების ტოპ რეკორდები, რაც მხოლოდ ერთეულებს აქვთ. ეს არის ხმა მთელი ეპოქის, რომელიც დღემდე ცოცხალია და ისევ ჟღერს სცენაზე, როგორც 2000-იანებში, ეს არის მუსიკა, რომელიც დროს არ ემორჩილება. სიმღერა, რომელმაც 2000-იანების დასაწყისში მთელი პლანეტა დაიპყრო, დღესაც ისეთივე აქტუალური და ენერგიულია. ეს არის შანსი, საკუთარი თვალით ნახოთ და მოისმინოთ ის, რაც მხოლოდ ეკრანებიდან გინახავთ! 🎟 იჩქარეთ – ბილეთები რაოდენობა ლიმიტირებულია! გაფრთხილება - გაითვალისწინეთ, რომ „MONOHALL BATUMI”-ის სივრცეში დამსწრეთა რაოდენობა ლიმიტირებული და წინასწარ განსაზღვრულია, ხოლო მსურველთა რაოდენობა, არა მარტო საქართველოდან, არამედ მთელი რეგიონის ქვეყნებიდან წარმოუდგენლად დიდია. ბილეთები ძალიან მალე ამოიწურება! არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი, შეიძინოთ ბილეთი წინსწრებით, რადგან მოგვიანებით ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნება. შეზღუდული რაოდენობის VIP მაგიდები ბილეთები: BILETEBI.GE TABLE RESERVATIONS: +995 577 999 880 / +995 579 00 88 37
Hosted by
Reviews
No reviews yet.
